პრეს რელიზები

დაკავებულთა გასათავისუფლებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხელი ხაზის გამოყენებით დიალოგს უწყობს ხელს

08.05.2013
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად გახშირებული დაკავებების შესახებ. ამ კონტექსტში, მისია სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით განაგრძობს დიალოგის ხელშეწყობას და ცხინვალში მყოფ დაკავებულთა განთავისუფლებას მიესალმება.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა პირდაპირ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რასაც მიზია თავისი მანდატის ფარგლებში ყურადღებით აკვირდება. ეს საკითხი მუდმივად დგას ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ყოველთვიური შეხვედრების დღის წესრიგში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 16 აპრილს გამართულ შეხვედრაზე დამსწრე ქართველ და ოს მონაწილეებთან ერთად


პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის საკონტაქტო მონაცემები იხილეთ ბმულზე 

Follow us on social media