პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა

31.05.2013
31 მაისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩის (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) და ელჩი ანდრეი დეშიცას (ეუთო) ერთობლივი ხელშეწყობით რიგით ოცდამეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა. 

მონაწილეებმა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ღობეების აღმართვის პროცესის ინტენსიფიკაციასა და დაკავებათა მაღალ მჩვენებელთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

მონაწილეებმა განიხილეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის საკითხი. კერძოდ, განხილული იყო ვითარება სოფელ დიცში. „საზღვრის მოწყობის“ საკითხზე  26 ივნისს დაგეგმილ  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზეც იქნება საუბარი . მონაწილეებმა ზარდიანთკარში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. ასევე განხილული იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხი.

მოცემული შეხვედრა  ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩის 25-ე და ბოლო შეხვედრა იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მონაწილეებმა გასული ორი წლის განმავლობაში მის ხელმძღვანელობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვეს და მადლობა გადაუხადეს მას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე შეხვედრების ორგანიზებას ეუთოსთან ერთად მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟერარ ფიშერი ჩაუდგება სათავეში. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება. 


Follow us on social media