21 ივნისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა 31 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები და შემთხვევები განიხილეს. ყველამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სიტუაცია ზოგადად მშვიდია და დაკავებათა რაოდენობა შემცირდა.
მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის პროცესის ინტენსიფიკაცია და მისი ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის შექმნილ საფრთხეებს.
შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ, მონაწილეებს მოუწოდეს მოეძებნათ პრაგმატული გამოსავალი ისეთი შემაშფოთებელი საკითხის გადასაწყვეტად, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა წყალზე და მათი დაშვება სასაფლაოებზე.
განხილული იყო დაკავბულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და ძებნილ პირებთან დაკავშირებული საკითხები, სადაც აღინიშნა გარკვეული დადებითი შედეგები.
მონაწილეებმა კვლავ ხაზი გაუსვეს სამხრედრო წვრთნების შემთხვევაში წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობას.