პრეს რელიზები

კომუნიკაციამ სატელეფონო ცხელი ხაზის საშუალებით ბავშვის განთავისუფლებას ხელი შეუწყო

23.08.2013

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ბავშვის სწრაფ განთავისუფლებას 22 აგვისტოს საღამოს სატელეფონო ცხელი ხაზის ამოქმედების   შემდეგ . ექვსი წლის ბიჭი სოფელ წინაგარის მახლობლად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს .


ბავშვი , რომელიც ამჟამად ნათესავებთან იმყოფება , სამ ზრდასრულ პირს ახლდა , რომლებიც ჯერ კიდევ ცხინვალში პატიმრობაში რჩებიან . არასაჭირო დაკავებების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობას აგრძელებს .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი ცხელ ხაზის მეშვეობით ახდენს კომუნიკაციას

Follow us on social media