პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

30.08.2013
"დღეს, როდესაც მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ჩვენი ფიქრები მათ ოჯახის წევრებთანაა. ახლობლების ბედსა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებული გაურკვევლობა საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული ბევრი ოჯახისთვის მტკივნეულ რეალობას წარმოადგენს. დაზარალებულთა გულისტკივილის შესამსუბუქებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველას, ვინც ჩართულია მოცემული საკითხების გადაწყვეტაში სრულად ითანამშრომლოს და წარმოადგინოს ინფორმაცია დაკარგული პირების ბედის, მასობრივი სამარხების და დაკრძალვის სხვა ადგილების შესახებ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ ოჯახების მიერ განცდილი ტკივილი, რომელსაც გაურკვევლობა იწვევს, მთელს მსოფლიოში და ყველა საზოგადოებაში ერთნაირია. მოცემული საკითხის გადაწყვეტა საქართველოში შერიგებისა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს".

Follow us on social media