ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დღეს შემდეგი განცხადება გაავრცელა:
"უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებით აღნიშნავს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თბილსის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის პროცესის მიმდინარეობას და მის ინტენსიფიკაციას. მსგავსი საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება, ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას არსებით სიძნელეებს უქმნის და ამ რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ამ დაბრკოლებათა მოხსნა. იგი ასევე კვლავ აღნიშნავს ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები 2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ."