პრეს რელიზები

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კეტრინ ეშტონის პრეს სპიკერის განცხადება საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ დაბრკოლებათა აღმართვასთან დაკავშირებით

01.10.2013
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის 
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დღეს შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებით აღნიშნავს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ  თბილსის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის პროცესის მიმდინარეობას და მის ინტენსიფიკაციას. მსგავსი საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება,  ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას არსებით სიძნელეებს უქმნის და ამ რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ამ დაბრკოლებათა მოხსნა. იგი ასევე კვლავ აღნიშნავს ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები  2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ."

Follow us on social media