2014 წლის 21 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეერთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. ელჩი გნედინგერი მოცემულ რანგში პირველად დაესწრო შეხვედრას.
მონაწილეებმა წამოაყენეს სხვადასხვა საკითხი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაჩენილ პრობლემებს ეხებოდა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს 2013 წლის 9 დეკემბერს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი დაკავების შემთხვევები.
მონაწილეებმა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების და აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე სავარგულების დაბინძურების საკითხები კონსტრუქციულ ატმოსფეროში განიხილეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 27 თებერვალს გაიმართება.