პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება სამი დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას

16.04.2014

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება, გუშინ, 15 აპრილს, გორის რაიონის სოფელი აძვის მახლობლად ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული სამი ჟურნალისტის გათავისუფლებას.

მათი გათავისუფლების  ხელშესაწყობად  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და მუდმივ კონტაქტზე იყო ყველა მხარესთან, დღეს, ჟურნალისტების გათავისუფლებამდე.

აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ, რაც საშუალებას მიცემს ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ეს მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული საერთო ტრადიციების შესაბამისად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

Follow us on social media