პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჯონჯოლის 17 მკრეფავის განთავისუფლებას მიესალმება

14.05.2014
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ჯონჯოლის 17 მკრეფავის განთავისუფლებას, რომლებიც გასულ კვირას საჩხერის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს .

ყოველი დაკავების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და ყველა მხარესთან ხშირ კონტაქტს აწარმოებდა , სანამ დღეს ჯონჯოლის 17 მკრეფავს გაანთავისუფლებდნენ .

მისია გამოთქვამს იმედს , რომ ჯონჯოლის მკრეფავების მდგომარეობა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და ასეთ დაკავებებს მომავალში ადგილი აღარ ექნება .

  
Follow us on social media