პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეექვსე შეხვედრა გაიმართა

01.07.2014
2014 წლის 1 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეექვსე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ამ კონტექსტში მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სეზონურ პრობლემებზე, როგორიცაა მწყემსებისთვის საძოვრების ხელმისაწვდომობა.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს დაკავების შემთხვევები, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და გადაკვეთის რეჟიმის საკითხები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 30 ივლისს გაიმართება.


Follow us on social media