2014 წლის 19 სექტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამერვე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კონსტრუქციულ გარემოში განიხილეს და შესაბამისი ინფორმაცია გაცვალეს. შეხვედრაზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე ღობეების აღმართვის შედეგად შექმნილი გავლენის საკითხი დაისვა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა ბავშვების სკოლაში ტრანსპორტირების საკითხი განიხილეს და პირუტყვის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.