პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეცხრე შეხვედრა გაიმართა

21.10.2014
2014 წლის 21 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა, მათ შორის დაკავებულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხები განიხილეს. მათ დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის ეფექტიანობა ინფორმაციის გაცვლისა და მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად.  

მონაწილეებმა კონსტრუქციულ გარემოში განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, როგორიცაა პირუტყვის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 17 ნოემბერს გაიმართება.




Follow us on social media