2015 წლის 27 თებერვალს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ელჩ კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვის შემდეგ მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების ჩატარებისა და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად პატრულირების განხორციელებისას გაუგებრობების თავიდან აცილებას. მათ ასევე გაცვალეს ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის მოშიმშილეების მდგომარეობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ. შეხვედრაზე ღობეების და სხვა დაბრკოლებების აღმართვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაჩენილი პრობლემების საკითხიც დაისვა.
თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს განაგრძონ ცხელი ხაზის გამოყენება გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 25 მარტს გაიმართება.