ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოცდამეთერთმეტე რაუნდი ახლახანს დაასრულდა. ეს რაუნდი მეტად რთული აღმოჩნდა დღის წესრიგის გარკვეული პუნქტებისადმი მონაწილეების განსხვავებული შეხედულებებისა და მიდგომების გამო. უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის მიმოხილვის ფარგლებში მონაწილეებმა კომენტარი გააკეთეს მოსკოვისა და ცხინვალის მიერ დღეს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ თაობაზე. თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოხატეს ჟენევის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების ხელმოწერის დროში დამთხვევის გამო, რამაც მოლაპარაკებებისთვის რთული გარემო შექმნა.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2014 წლის დეკემბერში გამართული რაუნდის შემდეგ ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს და შეაფასეს როგორც სტაბილური და მშვიდი. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები ძალის გამოუყენებლობის, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების, გადაადგილების თავისუფლებისა და საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების შესახებ. მათ ასევე გააგრძელეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობა, სადაც გარკვეული წინსვლაც დაფიქსირდა.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს პოზიტიურ თანამშრომლობას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და კვლავ მოუწოდეს მონაწილეებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეწყვეტილი შეხვედრების დროული განახლებისკენ.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და წინა რაუნდის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გადაადგილების თავისუფლების, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, კულტურული მემკვიდრეობისა და განათლების თაობაზე. ამასთანავე, შეხვედრაზე ვერ დასრულდა ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ დღის წესრიგის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, განხილვა მოცემულ რაუნდში ბოლომდე ვერ იქნა ამოწურული.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.osce.org/cio/145516