პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 55-ე შეხვედრა გაიმართა

25.05.2015
2015 წლის 25 მაისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვისას თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ მომხდარ დაკავებათა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რომელთაგან ბევრი ჯონჯოლის კრეფასთან იყო დაკავშირებული.   ამავდროულად, ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა სატელეფონო ცხელი ხაზის  ეფექტიანი გამოყენება და არასრულწლოვნებისა და ქალიების სწრაფი განთავისუფლება. თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს პატიმრობაში დარჩენილი პირების დროული განთავისუფლებისაკენ მოუწოდეს.

მონაწილეებმა უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების გადაწყვეტის გზების განხილვა განაგრძეს.

ასევე განხილული იყო სხვა კონკრეტული პრობლემები, მათ შორის, საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო სეზონს. თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს ამ საკითხების პრაგმატული გადაწყვეტისკენ მოუწოდეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 24 ივნისს გაიმართება.

Follow us on social media