პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 57-ე შეხვედრა გაიმართა

30.07.2015
2015 წლის 30 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს 20 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ მშვიდი გარემოს შენარჩუნება და სატელეფონო ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენება. მონაწილეებმა განიხილეს დაკავებების სხვადასხვა შემთხვევები და იმ პირთა ბედი, რომლებიც ადრე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი სროლის ინციდენტი. ცნობილი გახდა ქართველი პატიმრის ცხინვალის ციხიდან ჯანმრთელობის მოტივით დაუყოვნებლივ განსახორციელებელი გათავისუფლების შესახებ, რაც თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა  დადებითად შეაფასეს.  

ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, მონაწილეებმა  მზადყოფნა  გამოთქვეს ინფორმაციის გასაცვლელად გამოიყენონ სატელეფონო ცხელი ხაზი სარწყავი სისტემის მართვასთან დაკავშირებით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 23 სექტემბერს გაიმართება.


Follow us on social media