პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 65-ე შეხვედრა გაიმართა

20.04.2016
2016 წლის 20 აპრილს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური. განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, მათ შორის აღდგომის პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სალოცავების ხელმისაწვდომობის საკითხები.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის მექანიზმის ეფექტიანი გამოყენება და მონაწილეებს ამ პრაქტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული სამომავლო ნაბიჯები კონსტრუქციულად იქნა განხილული.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2016 წლის 16 მაისს გაიმართება.





Follow us on social media