ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება, ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების აღდგენას.
დღევანდელი საგანგებო შეხვედრა მიეძღვნა ხურჩაში ერთი კვირის წინ მომხდარ ფატალურ შემთხვევას.
დისკუსიამ კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა.
მონაწილეები შეთანხმდნენ გაგრძელონ შემდგომი გამოიძიება ამ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, მათ შორის, მოახდინონ ინფორმაციის გაზიარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა, გალში, 2016 წლის 6 ივლისს გაიმართება.