დღეს, 2016 წლის 13 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის პოლონეთის თავმჯდომარეობის მოწვევით, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ეუთოს ფორუმის დიალოგის ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოში სტაბილურობაში წვლილის შეტანის შესახებ. მის გამოსვლა ს წინ უძღვოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი ს , დავით დონდუა ს სიტყვა.
მისიის ხელმძღვანელმა ეუთოს 57 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მისიის საქმიანობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა არამყარი, აგრეთვე ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.
მან მისიის ყოველდღიური საქმიანობის მაგალითები მოიყვანა და ახსნა, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ადგილზე და ასევე, ინციდენტების ესკალაციის თავიდან აცილებას.
მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნისნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, ვინაიდან მისია ბევრ საკითხის შესახებ მიუკერძოებელ და ფაქტობრივ ინფომრაციას მოიპოვებდა.
შეხვედრაზე დამსწრე დელეგაციათა წევრებმა მადლობა გადაუხადეს მისიას მნიშვნელოვანი და წარმატებული მუშაობისათვის, რაც, როგორც მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების და ადგილობრივი თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის ნაყოფს წარმოადგენს .