პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 38-ე შეხვედრა გაიმართა

03.08.2016
სამშაბათს, 2016 წლის 2 აგვისტოს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეთვრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მასში საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიები კონსტრუქციულ და პროფესიონალურ ატმოსფეროში გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა 2016 წლის  19 მაისს ხურჩაში მომხდარი ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოადგინეს.  მონაწილეებმა განიხილეს თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე განხილული იყო სამი სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აფხაზეთში 2007, 2008 და 2011 წელს მოხდა.

მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია ენგურის ხიდზე გადაადგილების თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის თავჯდომარემ ყველა მონაწილეს მოუწოდა წინასწარ გააზიარონ ინფორმაცია გადაკვეთის რეჟიმის დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ უზრუნველყოფილი ცხელი ხაზის გამოყენებით.

მომავალი სასწავლო წლის მოლოდინში მონაწილეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შეთანხმებებს მოსწავლეების შესახებ, რომლებიც სკოლებში დასასწრებად ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთენ.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გალში 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართება.
Follow us on social media