პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 41-ე შეხვედრა გაიმართა

11.11.2016

დღეს, 11 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გალში გაეროს ხელშეწყობით გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეერთე შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრა  კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება  უახლეს და მნიშვნელოვან ინციდენტებზე გაამახვილეს. მათ განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ სამომავლო პრაქტიკული საჭირო ნაბიჯების საჭიროებას, რომელიც  მიმდინარე წლის 19 მაისს ხურჩაში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაში ეჭვმიტანილის   მართლმსაჯულებისთვის გადაცემასთანაა დაკავშირებული.

მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია რამდენიმე სხვა სისხლის სამართლის საქმესთან და დაკავებებთან დაკავშირებით; ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლების საკითხი. დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხების განხილვა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პრევენციულ ჭრილში მოხდა. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გალში 2017 წლის 24 იანვარს გაიმართება. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თავმჯდომარე შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფენ

Follow us on social media