პრეს რელიზები

საქართველო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაგრძელდა

12.12.2016
ევროპის საბჭომ საქართველოში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა. განახლებული მანდატის ბიუჯეტი 18 მილიონ ევროს შეადგენს და იგი 2016 წლის 15 დეკემბერიდან 2017 წლის 14 დეკემბერამდე პერიოდს მოიცავს. 
რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. მისია მხარეთა ქმედებების სამოქალაქო დაკვირვებას უზრუნველყოფს, მათ შორის მთელი საქართველოს მასშტაბით ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობში ყოფნას. ის ასევე საქართველოში გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მხარდასაჭერად ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირებას  უზრუნველყოფს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო  სამოქალაქო მისიის მთავარი ამოცანებია:
სტაბილიზაცია: დაკვირვება სტაბილიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლებაზე, დაკვირვების განხორციელება როგორც ადამიანის უფლებათა, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებზე. მისიაში ინციდენტების მოსაგვარებლად მოქმედებს ცხელი ხაზი;
ნორმალიზაცია: კონფლიქტის მხარეებს შორის ნორმალიზაციის პროცესის  და ადამიანებზე მომხდარი ზეგავლენის დაკვირვება;
ნდობის აღდგენა: კონტაქტების დამყარების შედეგად დაძაბულობის შემცირების ხელშეწყობა, მხარეებს შორის კონტაქტების კოორდინაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება;
ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების კონფლიქტის შესახებ ინფორმირების  უზრუნველყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ქვეყანაში შედარებით სტაბილურია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი რჩება ამის ძირითად ფაქტორად. ნდობის აღდგენის  ახალი მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმატებით განახორციელა მცირე პროექტების მთელი რიგი და გაზრდის მათ. ის ასევე მნიშვნელოვან პოზიტიური განვითარების ხედავს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლებასთან დაკავშირებით.
მისიის სათაო ოფისიმდებარეობს თბილისში და სამი რეგიონალური ოფისი გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიამ დაიწყო საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს. მას ამჟამად ხელმძღვანელობს კიასტუტის იანკაუსკასი და მისიაში მუშაობს 200 ევროკავშირის დამკვირვებელი.
ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს  კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევას, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მის თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელშიც  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩართულია მონაწილეს სახით.

Follow us on social media