პრეს რელიზები

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელად გვანცა დოლუაშვილი დასახელდა

14.02.2017
2017 წლის 14 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2016 წლის პრიზის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩაუყარა, პირველი ასეთი ინიციატივაა საქართველოში, რომლის მიზანია ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების გამოვლენა, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

უკვე მეოთხე წელია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზი დააწესა კონფლიქტების ეთიკური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქებისთვის. წლევანდელი გამარჯვებული არის გვანცა დოლუაშვილი მისი სტატიით "უწყვეტი კავშირი", რომელიც JAM News გამოცემაში  გამოქვეყნდა. ქ-ნ დოლუაშვილს ექნება შესანიშნავი შესაძლებლობა გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში, ლონდონში.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჩვენს პარტნიორთან "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან" ერთად ანიჭებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში ყველაზე დაბალანსებულ და მიუკერძოებელ ნაშრომს კონფლიქტების თემაზე. გამარჯვებულ ჟურნალისტს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში, ლონდონში. 

ამ პრიზის საშუალებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს წაახალისოს ისეთი ჟურნალისტური ნაშრომები, რომელიც გაყოფილ საზოგადოებებს აერთიანებს და მშვიდობის პრივილეგიას აჩვენებს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვინდა გამოვყოთ ისეთი სახის ჟურნალისტური ნაშრომები, რომელიც არღვევს მოვლენების მარტივ, ბიპოლარულ ინტერპრეტაციას და ხელს უწყობს საზოგადოებების დაახლოვებას და არა დაშორებას." - მოახსენა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა თავის გამოსვლაში.

"ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიბიძგებს კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელო საქმიანობა“ - განაცხადა ქ-მა დოლუაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მილოცვაზე პასუხად. მან ასევე დასძინა, რომ ეს ჯილდო სასიამოვნო სიურპრიზია, რომელიც მეტად მოულოდნელი იყო.

წელს პირველად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ "საპატიო აღნიშვნის" სერთიფიკატით ორი ნამუშევარი დაჯილდოვდა :

თამარ მეარაყიშვილი - "როგორ წაშალეს ომის კვალი ცხინვალში" (იხილეთ აქ) და ნინო თოლორაია - "სერგეი შამბა: ჩვენ საკმაოდ მომთმენნი ვართ, რომ დაველოდოთ" (იხილეთ აქ).

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულზე:



მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი დამსწრე საზოგადოებას მიმართავს

მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი გვანცა დოლუაშვილს მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ პრიზს გადასცემს


გამარჯვებულის სიტყვა

თამარ მეარაყიშვილი ნეტგაზეთიდან "საპატიო აღნიშვნით" დაჯილდოვდა
(მარცხნიდან მარჯვნივ) ბექა ბაჯელიძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ცერემონიის წამყვანი ანუნა ბუკია, გვანცა დოლუაშვილი - ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი, "საპატიო აღნიშვნის" სერთიფიკატებით დაჯილდოვებული ნინო თოლორაია და თამარ მეარაყიშვილი, კიასტუტის იანკაუსკასი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ჯონ დარნინი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერი
გახარებულ გამარჯვებულთა ჯგუფი ფოტო



Follow us on social media