პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ 43-ე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

22.02.2017
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გალში 22 თებერვალს გაეროს თავმჯდომარეობით გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამესამე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მოკლე შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა და მასზე სხვადასხვა პრაქტიკული საკითხები იყო განხილული.

მონაწილეებმა განაგრძეს 2016 წლის მაისში ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული მკვლელობის განხილვა. მათ თანამშრომლობისთვის შემდგომი შესაძლებლობები და ნაბიჯები დასახეს. მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს გრძელვადიანი პატიმრის საკითხზე.

მონაწილეებმა განიხილეს ნაბაკევისა და მეორე ოტობაიას გამშვები პუნქტების გამოცხადებული დახურვა და აქედან გამომდინარე შედეგები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის, როგორც ჰუმანიტარული ასევე უსაფრთხოების პერსპექტივების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მონაწილეებს მოუწოდეს ცხელი ხაზის მეშვეობით წინასწარ გააზიარონ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო საქმიანობის შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრა გალში 2017 წლის 21 მარტს გაიმართება.

Follow us on social media