2017 წლის 21 მარტს გალში გაეროს თავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 44-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც გრძელდება დისკუსიები 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ.
მონაწილეებმა განიხილეს ორი გადაკვეთის პუნქტის ბოლოდროინდელი დახურვის შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყურადღება შემარბილებელი ღონისძიებების საჭიროებაზე გაამახვილეს. განხილული იყო ინფორმაცია სხვა ინციდენტებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ, მათ შორის, გიორგი ლუკავას და 2017 წლის 9 მარტს დაკავებული სამი ქალის შემთხვევები.
დისკუსიების დროს არაერთხელ ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ მიდგომას უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრა გალში 2017 წლის 25 აპრილს გაიმართება.
შეხვედრების მონაწილეებ
ი მორიგი სხ
დომისთვის ემზადებიან