პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 76-ე შეხვედრა გაიმართა

04.04.2017
2017 წლის 4 აპრილს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა. მუშაობა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

შეხვედრა ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებმა სანქტ-პეტერბურგში (რუსეთის ფედერაცია) მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს და მსხვერპლთა ოჯახების მწუხარება გაიზიარეს.

მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა გასული შეხვედრის  შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე შემაჯამებელი მიმოხილვა გააკეთა, მათ შორის განიხილა დაკავებები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მომუშავე ადამიანთა უსაფრთხოების საკითხები და ცხელი ხაზის ჩართვებთან დაკავშირებული შემთხვევები. მან მადლობა გადაუხადა გასული თვის განმავლობაში ცხელი ხაზის მუშაობაზე ყველა პასუხისმგებელ პირს მნიშვნელოვანი მუშაობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოუწოდეს ინფორმაციის გაცვლის მიზნით ცხელი ხაზის გამოყენებისკენ.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი. 

მონაწილეებმა კვლავ განიხილეს გიორგი გიუნაშვილის მიმდინარე პატიმრობა.

მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ეკონომიკურ საქმიანობაზე მათი ზეგავლენის შესახებ.

მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სეზონის პირობებში საჭიროა  ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მომუშავე ფერმერთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გაიცვალა მოსაზრებები შესაძლო ქმედებების შესახებ. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას განაგრძობენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბალახის დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებისა და რისკების გამო.

კვლავ ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა. 

შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 11 მაისს გაიმართება. 

შეხვედრის მონაწილეები ერგნეთში იკრიბებიან

76 ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაიწყო

Follow us on social media