პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 77-ე შეხვედრა გაიმართა

11.05.2017
2017 წლის 11 მაისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა. მუშაობა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

ელჩმა ბეხლერმა შეხვედრა გახსნა და ელჩმა იანკაუსკასმა მოკლედ მიმოიხილა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენები, მათ შორის ცხელი ხაზის გააქტიურების შემთხვევები, რომლის მეშვეობითაც მოხდა საკითხების სწრაფი მოგვარება ყველა დაინტერესებულთა ურთიერთთანამშრომლური მიდგომიდან გამომდინარე. სააღდგომო პერიოდმა მშვიდად ჩაიარა. მან ასევე ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის საკითხებზე 18 აპრილს ჩატარებული პრაქტიკული განხილვების მნიშვნელობას. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით მან მოუწოდა ყველა მონაწილეს დაბალანსებული გადაწყვეტილების მისაღწევად განხილვების გაგრძელებისკენ.

მონაწილეებმა კვლავ განიხილეს ბ-ნ გიორგი გიუნაშვილის მიმდინარე პატიმრობა.

უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სტრუქტურებთან, სატრანსპორტო ან საჰაერო საშუალებებთან დაკავშირებული ზოგიერთი შემთხვევის განხილვისას, მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ინციდენტებისა და დაძაბულობის თავიდან აცილების აუცილებლობა. ელჩმა იანკაუსკასმა მოუწოდა ყველა მონაწილეს, გამოიყენონ ცხელი ხაზი რაიმე ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების წამოჭრისას.

გაიმართა მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების განხილვა  ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებზე მათი ზეგავლენის საკითხის ჩათვლით. თანათავჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და კიდევ უფრო გაართულოს ამ ადგილებში მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრება. ამ კონტექსტში, ელჩმა ბეხლერმა მხარეებს მოუწოდა ყურადღება გაამახვილონ კონკრეტული საკითხების მოგვარებაზე და მათი გადაჭრის გზების მოძიებაზე.

თანათავჯდომარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაგეგმილი ჩასატარებელი სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურების წვრთნისა და სწავლების  შესახებ ინფორმაციის დროული გაცვლის და ასევე ცხელი ხაზის გამოყენების მნიშვნელობა რისკის შემცირებისა და პროგნოზირებადობის გაზრდის მიზნით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება. 

შეხვედრის მონაწილეები ერგნეთში იკრიბებიან

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა იწყება

შეხვედრის თანათავჯდომარეები

Follow us on social media