პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 47-ე შეხვედრა გაიმართა

29.06.2017
2017 წლის 28 ივნისს გალში გაეროს თავმჯდომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით  47-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა ჩატარდა კონსტრუქციულ ატმოსფეროში და მონაწილეები შეთანხმდნენ რომ 2017 წლის 31 მაისს ბოლო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ, ადგილზე არესებული უსაფრთხოების მდგომარეობა იყო შედარებით სტაბილური და ადგილი არ ქონდა ახალ სერიოზულ ინციდენტებს. აღინიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათი დარეგულირებისთვის საჭიროა ყველა მონაწილეს მუდმივი ძალისხმევა და თანამშრომლობა.

შეხვედრის მონაწიელეებმა 2016 წლის მაისში  გ. ოთხოზორიას  მკვლელობის საქმის გამოძიება დაწვრილებით განიხილეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი სერიოზული დანაშაულებების დაუსჯელობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს უსაფრთხოების აღქმაზე ადგილებზე და ამით საფრთხეს შეუქმნის სტაბილურობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა 2017 წლის აპრილში ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს დაკავებული და ამ დროისათვის აქამდე პატიმრობაში მყოფი ორი საქართველოს მოქალაქის შემთხვევა. მონაწილეებმა წარადგინეს ამ შემთხვევის შესახებ განახლებული ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა დაკავებულ პირთა სწრაფი გათავისუფლებისაკენ.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით ფუნქციონირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი არის უმნიშვნელოვანესი ნდობის აღდგენის ინსტრუმენტი, ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ინფორმაციის გასაცვლელად. შეხვედრის მონაწილეებმა გააჟღერეს მიმართვები მასზედ, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით გადმოცემულ ინფორმაციულ თხოვნებზე უფრო სწრაფი რეაგირება უზრუნველყოფილ იქნეს.
შემდეგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  შეხვედრა გალში გაიმართება  2017 წლის 28 ივნისს.


Follow us on social media