პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

22.08.2017
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. კიასტუტის იანკაუსკასი მისიის ხელმძღვანელის პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს.  

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში უსაფრთხოების მდგომარეობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში. პრეზიდენტმა გულწრფელი მადლიერება გამოთქვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობისა და კერძოდ, მისიის ხელმძღვანელის პირადი წვლილისთვის.

პრეზიდენტმა ბ-ნი იანკაუსკასი საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვა „საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“.

ღირსების ორდენის მიღებისას ბ-მა იანკაუსკასმა განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებულ პატივს წარმოადგენს და იგი მას იღებს, როგორც მისიის ყველა წევრის, ასევე ევროკავშირის წვლილის აღიარებას საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. 

ბატონი იანკაუსკასი მისიის ხელმძღვანელის თანამდებობას 2017 წლის 31 აგვისტოს დატოვებს.


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს საქართველოს ღირსების ორდენით აჯილდოვებს

Follow us on social media