პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოღვაწეობას ბაქოში, აზერბაიჯანში გააგრძელებს

25.08.2017
კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა. ის ლიტველი დიპლომატია და ლიტვის დიპლომატიურ უწყებაში 1991 წლიდან მოღვაწეობას.

2017 წლის 1 სექტემბერს კიასტუტის იანკაუსკასი საქმიანობას აზერბაიჯანის ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს.

მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იგი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს თანათავჯდომარეობას უწევდა. იგი მონაწილეობას იღებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებულ შეხვედრებში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, სადაც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და მონაწილეებს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას აცნობდა.

კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 22 აგვისტოს შეხვდა. პრეზიდენტმა იგი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის, გორის, მცხეთის რეგიონალურ ოფისებში გამოსამშვიდობებელი ვიზიტების დროს და ასევე მისიის სათაო ოფისში მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო თანამშრომელს მათი წვლილის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის. "მე ვამაყობ, რომ "№1 დამკვირვებლად" ვმუშაობდი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისია გააგრძელებს  საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მანდატის წარმატებით განხორციელებას".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ერიკ ჰოგი შეასრულებს. 


Follow us on social media