2017 წლის 3 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 81-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
შეხვედრა ელჩმა ბეხლერმა გახსნა და ბ-მა ერიკ ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენები. მათ შორის იყო დაკავების შემთხვევები, სამხედრო საქმიანობა და ცხელი ხაზის გააქტიურება.
განხილულ იქნა ბ-ნ გ. გიუნაშვილის პატიმრობა და `ბორდერიზაციის` გავლენა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე.
მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ასევე ყურადღება გამახვილდა ზოგად პრინციპებზე, რომელიც შესაძლებელია სამომავლო მუშაობის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული.
მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ხანძრის რისკზე იმსჯელეს.
განხილული იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული სიტუაცია. თანათავჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, რომ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმე ჰუმანიტარული მიდგომით განხილულიყო.
მონაწილეებმა კვლავ ზედმიწევნით დეტალურად იმსჯელეს ბ-ნ ბაშარულის საქმეზე. თანათავჯდომარეებმა მონაწილეებს თანამშრომლობისკენ და ინფორმაციის სრული ხელმისაწვდომობისკენ მოუწოდეს.
მონაწილეებმა მომავალი ღონისძიებები განიხილეს. თანათავჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენონ და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის არე გაზარდონ. ეს უსაფრთხოების სფეროში გამჭვირვალობის გაზრდას ხელს შეუწყობს და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილურობისთვის საფრთხეებს შეამცირებს.
მოხდა აზრთა გაცვლა სამხრეთ ოსეთში სოფელ ერედვში მიტოვებული სახლების დანგრევის შესახებ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 16 ნოემბერს გაიმართება.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე თანათავმჯდომარეები და წამყვანი მონაწილეები საუბრობენ
შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, როგორც წესი, მედიის დიდ ინტერესს იწვევს.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს წამყვანი მონაწილე კახაბერ ქემოკლიძე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრება
შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა
დისკუსიები მიმდინარეობს ... ყველა მხარის წარმომადგენლები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელსაც ზეგავლენა აქვს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე
შეხვედრის წამყვანი მონაწილე სამხრეთ ოსეთიდან მურატ ჯიოევი ადგილობრივ ოსურ და ქართულ მედიას 81-ე შეხვედრის შედეგებზე ესაუბრება