პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მხარდაჭერა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში

24.11.2017

ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში სერიოზულ პრობლემად რჩება - მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია ამას შევეწინააღმდეგოთ . სწორედ ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად უჭერს მხარს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიან გლობალურ კამპანია .

ამ ძალისხმევის ფარგლებში , კიდევ ერთხელ წელს , პოზიტიური ცვლილებების სულისკვეთებით , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად უჭერს მხარს " თეთრი ლენტის " კამპანიას , რომელიც 25 ნოემბრიდან ( ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე ) 10 დეკემბრამდე ( ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე ) ტარდება .

წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კამპანიის თემაა : " აქტივიზმის 16 დღე : განათლება ყველასთვის უსაფრთხო გავხადოთ ". განათლება საერთაშორისოდ აღიარებულია , როგორც სიღარიბის აღმოფხვრის , ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების , დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობა და ამით ქალებისა და გოგონების გაძლიერება - ყველაფერი ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს შეესაბამება .

თეთრი ლენტები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სიმბოლო გახდა . თეთრი ლენტის ტარება იმის პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე - სწორედ ამიტომ , თქვენ მთელ საქართველოში ნახავთ   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რომლებიც ლენტს ატარებენ .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თბილისის , ზუგდიდის , გორის და მცხეთის ოფისებიდან კამპანიის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას განახორციელებენ , მაგალითად , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხელს შეუწყობენ ღონისძიებებს სკოლებში . ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე გამართავს განხილვებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მამაკაცებსა და ქალებთან , არასამთავრობო ორგანიზაციებთან , პოლიციასთან , სამხედროებთან და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან .

Follow us on social media