პრეს რელიზები

ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა

20.12.2017
ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად 2017 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. აქამდე, 2015 წლის აპრილიდან ერიკ ჰოგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ და 2017 წლის 1 სექტემბრიდან მისიის მოქმედ  ხელმძღვანელად მუშაობდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქმიანობის დაწყებამდე ერიკ ჰოგი, 16 წლის განმავლობაში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხებზე მუშაობდა. მას ხელმძღვანელის პოზიცია კოპენჰაგენში და საზღვარგარეთ არსებულ მისიებში ეკავა. 
დანიელი დიპლომატის რანგში, ერიკ ჰოგი მუშაობდა დანიის საელჩოებში ტალინში (2001-2004) და მოსკოვში (2010-2012) და ასევე დანიის მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში ნიუ-იორკში (2007-2010). 

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. მისია, თავისი 300-ზე მეტი თანამშრომლით, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის მტკიცე მხადაჭერის დასტურია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დავინიშნე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისიიამ გააგრძელოს წარმატებული მუშაობა" - აღნიშნა ერიკ ჰოგმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ.




Follow us on social media