პრეს რელიზები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

26.01.2018

26 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

განიხილებოდა მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის უსაფრთხოების სიტუაცია ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ და ტერორიზმის საფრთხე რეგიონში.

ბ-მა გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე არსებობის მნიშვნელობა უსაფრთხოების კუთხით. ორივე მხარე დათანხმდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონალური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ძალიან ეფექტიანია. ამ კონტექსტში ბ-მა ჰოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს სრული განგრძობადი შესაბამისობა ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და შემდგომ ტექნიკურ შეთანხმებებთან.


 

განიხილებოდა უსაფრთხოების საკითხი ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ

ბატონი ჰოგი ორ უწყებას შორის ფუნქციონალური თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს განიხილავს

Follow us on social media