2017 წლის 26 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვდა.
ბატონმა ჰოგმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ღია და ეფექტიანი ფუნქციონალური თანამშრომლობისთვის და სამინისტროსა და მისიის შორის ინფორმაციის არსებული შეუფერხებელი გაცვლის შესახებ. ბ-მა ჰოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული შესაბამისობა ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მისიის მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ბ-ნ ჰოგს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ბოლო სამხედრო რეფორმების შესახებ.
მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას ხვდება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ღია და ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ მიმდინარე განხილვები