2018 წლის 29 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას შეხვდა.
ბ-მა ჰოგმა მისიის ამჟამინდელ საქმიანობაზე ისაუბრა და ადმინისტრაციულ საზღვარებთან არსებული უსაფრთხოების ტენდენციები შეაფასა. ქ-მა ხულორდავამ მადლობა გადაუხადა მისიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც იგი საქართველოში ადგილებზე არსებულ მოვლენებზე დაკვირვებით ასრულებს და სიტუაციის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.
ქ-მა ხულორდავამ და ბ-მა ჰოგმა ასევე განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა კონფლიქტების საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას შეხვდა