ბ-მა ჰოგმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის ქმედებების მიუკერძოებლობა საკვანძოა მისიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობის შესანარჩუნებლად.
ქ-მა ქაცარავამ ბ-ნ ჰოგს მადლობა გადაუხადა მისიის ადგილზე ყოფნისთვის, ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში მის მნიშვნელოვან როლს და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამ კუთხით პრაქტიკული ქმედების მაგალითად მოიყვანა.
ქ-მა ქაცარავამ და ბ-მა ჰოგმა ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონფლიქტების საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა განიხილეს.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას თბილად ესალმება