პრეს რელიზები

2018 წლის 29 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას შეხვდა

29.01.2018
ბ-მა ჰოგმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის ქმედებების მიუკერძოებლობა საკვანძოა მისიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობის შესანარჩუნებლად.

ქ-მა ქაცარავამ ბ-ნ ჰოგს მადლობა გადაუხადა მისიის ადგილზე ყოფნისთვის, ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში მის მნიშვნელოვან როლს და  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამ კუთხით პრაქტიკული ქმედების მაგალითად მოიყვანა.

ქ-მა ქაცარავამ და ბ-მა ჰოგმა ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონფლიქტების საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა განიხილეს.


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას თბილად ესალმება

Follow us on social media