პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა

30.01.2018
2018 წლის 30 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ბ-მა ჰოგმა ბ-ნ სესიაშვილს მისიის როლი და პრიორიტეტები გააცნო და დადებითად შეაფასა საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან ფუნქციონალური თანამშრომლობა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და შემდგომ შეთანხმებებთან მათი სრული შესაბამისობა.

ბ-მა სესიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბ-ნ ჰოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ერთადერთ საერთაშორისო წარმომადგენლობის ადგილზე ყოფნისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-ნ ჰოგს გაზაფხულის სესიისთვის კომიტეტის დღის წესრიგის პრიორიტეტებისა და თემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.




მისიის ხელმძღვანელმა ბ-მა ჰოგმა ხაზი გაუსვა მისიის როლს და გამოხატა თავისი მადლიერება საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან განგრძობად ფუნქციონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით
 

ბ-მა სესიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მუშაობის მოკლე პრიორიტეტები და თემები მიმოიხილა

Follow us on social media