პრეს რელიზები

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

30.01.2018
30 იანვარს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბ-მა ერიკ ჰოგმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბ-ნ საულიუს სკვერნელისს უმასპინძლა.

ბ-მა ჰოგმა პრემიერ-მინისტრს და ლიტვის დელეგაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის, საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას, როგორც ადგილზე მასტაბილიზებელ ფაქტორს. მისიის ხელმძღვანელმა ყურადღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით მოქმედ სატელეფონო ცხელი ხაზის როლზე გაამახვილა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის დაძაბულობის განმუხტვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ასევე, ბატონმა ჰოგმა მადლობა გადაუხადა ლიტვის ხელისუფლებას მუდმივი ჩართულობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისიაში გამოგზავნილი ლიტვის კონტინგენტი გენდერულად სრულიად დაბალანსებულია.

ლიტვის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საპატრულო გასვლამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გამოგზავნილ ლიტველ ექსპერტებს შეხვედროდნენ. ლიტვის პრემიერ-მინისტრს მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსმა გეორგუს პაპაოანომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც იგი საპარტულო ჯგუფთან ერთად გაემართა ოძისიში ადმინისტრაციული საზღვრის სანახავად. პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ქონდა დაენახა "ბორდერიზაციის" პროცესის შედეგები, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრებაზე.

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მისიის ყოფნის გაგრძელების მხარდაჭერა.



საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი და ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი საულიუს სკვერნელისი



ბრიფინგი ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ "ბორდერიზაციის" პროცესის შედეგებს აკვირდება

Follow us on social media