პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა

30.01.2018
2018 წლის 30 იანვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრის დროს ბ-მა კობახიძემ ხაზი გაუსვა მისიის მნიშვნელობას და ამოცანებს, რომელსაც მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა ახორციელებს. განხილული იყო პრლამენტის თავმჯდომარის მიერ წამოწეული საკითხები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ბ-მა ჰოგმა ზოგადად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და საქმიანობა და ასევე გამოწვევები, რომელიც მისიას ხვდება მანდატის განხორციელებისას.

ბოლოს, ბ-მა კობახიძემ და ბ-მა ჰოგმა განიხილეს საპარლამენტო მუშაობა, რომელიც გაზაფხულის სესიაზე გაიმართება, მათ შორის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივები. 


 

პარლამენტის თავმჯდომარემ მისიის მნიშვნელობა და ადგილზე გაწეული დაკვირვება ხაზგასმით აღნიშნა

Follow us on social media