2018 წლის 31 იანვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს და მის მოადგილეს ლაშა დარსალიას შეხვდა.
მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ბ-ნ ჰოგს სამინისტროს მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, მათ შორის საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკასთან დაკავშირებული მოვლენები გააცნეს.
ბ-მა ჰოგმა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა.
ქ-მა ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც იგი მოვლენებზე დაკვირვების და დიალოგის ხელშეწყობის პროცესში ასრულებს.
მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ჰოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ციხელაშვილი ერთმანეთს მიმდინარე მოვლენებს აცნობენ