23 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეიტყო ბატონი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქიციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად, აგრძელებს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებას. ფაქტთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მისიის ცხელი ხაზი და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებული შემდგომი კომუნიკაციისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის გასარკვევად. მისია მოელის, რომ ბატონი ტატუნაშვიის სიკვდილის მიზეზის დასადგენად სრული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება შედგება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ხელი შეუწყოს განხილვებს, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, ან ნებისმიერ სხვა ფორმატში, რომელზეც შესაძლოა შეთანხმდნენ მონაწილეები.