ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს საბოლოოდ გადმოეცა.
ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისია ხელს უწყობდა დიალოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის საშუალებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქიციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებას აგრძელებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზაობას მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ცხელი ხაზის მეშვეობით განხილვებს ხელი შეუწყოს.
მისია მოუწოდებს მონაწილეებს დაუყოვნებლივი შეთანხმებისკენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების შესახებ, რომლის თანათავმჯდომარეები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო არიან.