საბჭო მიესალმა საქართველოში 1 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სწრაფ და ეფექტიან გამოგზავნას. საბჭომ დღემდე შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს და მომავალი თვეების განმავლობაში მსგავსი დონის ჩართულობის შენარჩუნების საჭიროებას გაუსვა ხაზი და კვლავ დაადასტურა, რომ მისია გააგრძელებს მანდატის სრულ განხორციელებას საქართველოში.