პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა

25.04.2018
2018 წლის 25 აპრილს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 55-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ  ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა 2018 წლის 21 მარტს ჩატარებული წინა შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილური იყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციულ საზღვრართან დაკავებულთა რაოდენობის გამო - გალში ბოლო შეხვედრის შემდეგ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ უკანასკნელ დაკავებებსა და სისხლის სამართლის ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა მოხდა.

დღის წესრიგში კვლავ იყო 2016 წლის მაისში მომხდარი ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეებს შეახსენა, რომ მართლმსაჯულება არ სრულდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია. 

აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის არსებითი როლი მონაწილეთა შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად და ამით სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მისიამ ყველა მონაწილეს მოუწოდა ცხელი ხაზის მაქსიმალურად გამოყენებისკენ, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების ძალების მიერ დაგეგმილი ქმედებების შესახებ წინასწარი გაფრთხილებისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში თავშეკავების, გამჭვირვალობისა და პროგნოზირების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მისიამ გამოხატა შეშფოთება ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებულ სამხედრო წვრთნასთან დაკავშირებით - ხაზგასმით აღინიშნა, რომ ასეთი საქმიანობა უარყოფითად მოქმედებს საფრთხის აღქმასა და სტაბილურობაზე.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2018 წლის 18 მაისს გაიმართება.

Follow us on social media