ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი დღეს, 17 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, შეხვდა. ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოიწონა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობა.
ელჩმა განაცხადა, რომ რუსული შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან გასვლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძირითადმა ყურადღებამ ამ მიდამოებში სიტუაციის ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციისაკენ გადაინაცვლა. გასული რამოდენიმე დღის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მრავალი იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სოფლებში დაბრუნებას დააკვირდა. ელჩმა ჰაბერმა აღნიშნა, რომ თუმცა დევნილების სწრაფი დაბრუნება სასურველ მიზანს წარმოადგენდა, ეს გარკვეულ გამოწვევებს წარმოშობდა. აქედან მეტად მნიშვნელოვანია აუფეთქებელი ჭურვების საკითხი.
ელჩმა ჰაბერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საშიში აუფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინეს. დაწყებულია მნიშვნელოვანი გამნაღმველი სამუშაოები, მაგრამ კონფლიქტით დაზარალებული ადგილების გასუფთავებას დრო დასჭირდება.
მან გამოთქვა შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლოა იმ ადგილებში უწყობდნენ ზედმეტად სწრაფად დაბრუნებაში ხელს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჯერ არ არის განაღმული. მოსახლეობა შეიძლება დიდი რისკის წინაშე დადგეს. ელჩმა განაცხადა, რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობას აუფეთქებელი ნაღმების საფრთხეზე ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს. ელჩმა, აუფეთქებელ ჭურვებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დახმარების უზრუნველყოფის მზადგყოფნა გამოთქვა.