პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 2018 წლის კონკურსი „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნილად გამოაცხადა

03.05.2018

3 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად,  2018  წლის კონკურსი “სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში” გახსნილად  გამოაცხადა. გახსნა "მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს" გაიმართა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში" არის  ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებული "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკისათვის" ფარგლებში შექმნილი შვიდი კატეგორიიდან ერთ-ერთი. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზით მშვიდობის ჟურნალისტიკაში დაჯილდოვდება კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცდილობს, ხელი შეუწყოს რეგიონში პროფესიულ ერთიანობას, ეთიკურ, სამართლიან, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ გაშუქებას. ამ კატეგორიაში გამარჯვებული ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის. ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარტნიორია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენლობა თბილისში.

"ამ ჯილდოს მეშვეობით ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ კონფლიქტის საკითხების გაშუქების მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, ისევე როგორც ჟურნალისტიკას, რომელიც გაყოფილ საზოგადოებებს აახლოვებს", - აღნიშნა ევ როკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსის „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნისას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი. სააპლიკაციო ფორმის, კონკურსის წესებისა და ნაშრომის წარდგენის პირობების გასაცნობად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს http://www.euprizejournalism.ge/

ეკა ქადაგიშვილი, მულტიმედიური განათლების ცენტრის დირექტორი ღონისძიებას ხსნის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი (მარცხნივ) და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი (მარჯვნივ)  ერემონიის გახსნისას მომხსენებლებს  უსმენენ

ღონისძიებას მრავალი დაინტერესებული ჟურნალისტი დაესწრო

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის“ მნიშვნელობაზე საუბრობს


Follow us on social media