2018 წლის 27 ივნისს გალში ევროკავშირის მონაწილეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გაერო თავმჯდომარეობდა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ხანმოკლე იყო. მონაწილეებმა დღის წესრიგის ერთ პუნქტთან დაკავშირებით საპირისპირო პოზიციები გამოხატეს. განხილვის პროცესიდან დასკვნების გამოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრის გაგრძელება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ხანმოკლე შეხვედრისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა და გაეროს წარმომადგენელმა თავმჯდომარემ ერთხმად აღნიშნეს, რომ 18 მაისს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრიდან უსაფრთხოების ვითარება სტაბილურად რჩებოდა. ასევე აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოებული ცხელი ხაზის მნიშვნელოვანი როლი მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლაში და შესაბამისად სტაბილურობის შენარჩუნებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ყველა მონაწილეს აცნობეს გალში გამართული უკანასნკელი შეხვედრიდან 28 სხვადასხვა საკითხზე ცხელი ხაზის ამოქმედების 61 შემთხვევის შესახებ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინარჩუნებს მტკიცე რწმენას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის იმ მნიშვნელოვან როლში, რომელსაც იგი ადგილზე სტაბილურობისა და ადგილობრივი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული დიალოგის ხელშეწყობაში ასრულებს. მისია იმედოვნებს, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები მალე განახლდება და ამის ხელშესაწყობად კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს.